ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის ორგანიზებითა და ტერაბანკის მხარდაჭერით გრძელდება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე.
პროგრამის მთავარი პარტნიორია ტერაბანკი, რომელიც გამარჯვებული გუნდისთვის გამოყოფს პრიზს 10 000 ლარის ოდენობით.
პროგრამის მიზანია ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს:
- საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
- საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
- ანტრეპრენერული უნარ-ჩვევების განვითარებაში;
- ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.
პრეაქსელერაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/გუნდს რომელთაც სურთ ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება. გუნდის წევრებიდან ერთი მაინც უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და/ან კურსდამთავრებული. ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეები პროგრამის მიმდინარეობისას დაჯგუფდებიან და/ან შეძლებენ დაიმატონ წევრები.
პროგრამა დასრულდება დემო დღით – მონაწილეები სპეციალურ ჟიურის გააცნობენ თავიანთ იდეებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10%
- სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელების შესაძლებლობა – 10%
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80%
პროგრამა იყოფა ექვს ძირითად ნაწილად:
- იდეების გენერირება და დახვეწა;
- პროტოტიპირება და ვალიდაცია;
- ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები;
- საინვესტიციო ფონდების მოძიება;
- საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკა;
- საინვესტიციო პიჩის მომზადება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/GKY27
რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 28 ნოემბერი, 23:59 საათი
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ადგილმდებარეობა: ფაბლაბ ილიაუნი, S კორპუსი, გ. წერეთლის ქ. N3
2023 წელი