23 ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სალექციო კურსი Urban Resilience: Concepts and Challenges for Sustainable Planning Strategies.

ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოისმინონ საერთაშორისო ჭრილში განხილული ურბანულ მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხები. აქცენტირებულია შემდეგი  თემები: კლიმატის დაცვა და ადაპტაცია, მმართველობის საკითხები და მონაწილეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ურბანული დაგეგმარებისას გასათვალისწინებელი გამოწვევები თუ მიდგომები, ასევე სხვა ურბანული საკითხები.

კურსს უძღვებიან შემდეგი უნივერსიტეტების პროფესორები:

  • კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტი, გერმანია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნოლოგიის სკოლა, საქართველო
  • ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი, უკრაინა
  • სახელმწიფო ავიაციის უნივერსიტეტი, უკრაინა
  • ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი
  • RWTH აახენის უნივერსიტეტი, გერმანია

კურსი, რომელიც მოიცავს 12 ლექციას, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

2023