14 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიხსნება გამოფენა „საბჭოთა ქალაქი: თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია“.

გამოფენა შესრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის ურბანული განვითარების ეტაპები და ცვლილებების სტრუქტურული ანალიზი 1930-იანი წლებიდან დღემდე.

კვლევითმა ჯგუფმა გააანალიზა და დაამუშავა სხვადასხვა წყაროდან მოძიებული ოფიციალური საარქივო დოკუმენტები – ქალაქის რუკები, გენერალური გეგმის ტექსტური თუ ვიზუალური მასალა (ფოტო, ვიდეო) და შექმნა ქალაქის განვითარების ეტაპების ციფრული რუკები, რომლებზეც შრეებად დაალაგა ქალაქის შემადგენელი კომპონენტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა დახმარებით მომზადდა ფიზიკური და ციფრული სამგანზომილებიანი ქალაქის რუკა 1980-იანი წლებისა და 2022 წლის მდგომარეობის, რომელიც ნათლად ასახავს მისი განვითარების ცვლილებას.

დრო: 14 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2023 წელი