ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და მოლდოვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალმხრივი სამეწარმეო მიდგომების მხარდაჭერით და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების უნარ-ჩვევების ზრდით.
პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
- უნივერსიტეტებში სწავლისა და სწავლების შესაძლებლობების ზრდას შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, ციფრული ტექნოლოგიები და კომუნიკაცია;
- სტუდენტების სამეწარმეო უნარების, სტარტ-აპ ცნობადობის გაუმჯობესება;
- ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნოჰაბების მხარდაჭერა, როგორიცაა Smart Café, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ ინოვაციური იდეების გენერირებას, განვითარებასა და ბაზარზე განთავსებას;
- ერთობლივი ინიციატივების დახმარებით უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერა;
- სამეწარმეო მიმართულებებით სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა და ცოდნის ამაღლება ინტერდისციპლინარული მიდგომისა და კურიკულუმების განახლების გზით.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://connecterasmus.com/
2022 წელი