ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა eDocument-ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების მომზადება;
  • ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე შიდა მობილობის პროცესის კოორდინირება და სამართლებრივი აქტისთვის დოკუმენტების მომზადება;
  • აკადემიური შვებულების, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პირადი მონაცემების ცვლილების განცხადებების განხილვა და იურიდიული სამსახურისთვის წარდგენა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთათვის კონსულტაციების გაწევა, განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგინებების მომზადება;
  • ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საათობრივი ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ფაკულტეტის დეკანის ასისტირება;
  • ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლების ყოველთვიური დატვირთვების მონაცემების მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
  • საბაკალავრო ნაშრომების მომზადება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ვადებისა და პროცედურების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, მათ შორის ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრების დამტკიცების მიზნით ბრძანებების მომზადება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პროცედურების ორგანიზება, გარდა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული სააპელაციო პროცედურებისა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5

ფაკულტეტი: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი – პარასკევი);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 8 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – დეკანის თანაშემწე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე;

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

2022 წელი