ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  „ტექნოლოგიური კვირეულების პროექტის“ კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტი ხოციელდება USAID-ის “ერთიანობა მრავაფეროვნებაშია” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციასა (UNAG) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული პარტნიორობის ქვეშ. პროექტს განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი.

ტექნოლოგიური კვირეულების მიზანია რეგიონებში ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური მეწარმეობით, აგროინჟინერიით,ბიოტექნოლოგიით, ხელოვნური ინტელექტით (AI), WEB და Mobile დეველოპმენტით, რომლის  ფარგლებში დაგეგმილი სემინარებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას.

პროექტი განხორციელდება 2024 წლის სექტემბრის თვიდან საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში: საგარეჯო, ლაგოდეხი, ხულო, სამცხე-ჯავახეთის ახალციხე, ბოლნისი, მარნეული და გარდაბანი.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ზემოხსენებ მცხოვრებ 15 წლის ზემოთ ასაკის, დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვს სურვილი განივითაროს სამეწაარმეო, ტექნოლოგიური უნარები და იმუშაოს ინოვაციურ იდეებზე.

ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში:

  • წინასწარ შერჩეული 50-მდე მონაწილე თითოეულ ლოკაციაზე ერთი კვირის განმავლობაში შეხვდება დარგის ექსპერტებს, მენტორებს და წარმატებული სტარტაპების წარმომადგენლებს  STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლდების მიზნით
  • თითოეულ ლოკაციაზე, ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება 5 დღიანი ტრენინგები STEM და ICT მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ  სასურველი მიმართულებება და იდეებზე სამუშაოდ ჩამოაყაიბონ სამუშაო ჯგუფები
  • მონაწილეებს  სამუშაო ჯგუფების ფარგლებში  საშუალება მიეცემათ, განივითარონ უნარები და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში , რაც სამომავლოდ მათი წარმატებული კარიერისა და მომავლის საწინდარი გახდება
  • პროგრამა დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილეები ჟიურის წინაშე წარადგენენ კვირეულის ფარგლებში შემუშავებულ იდეებს

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: fa****@*********du.ge