ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა დაესწრო Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციას, რომელიც ყოველ წელს სან-ფრანცისკოში იმართება.
10 აპრილს წარმომადგენლობის წევრები ესწრებოდნენ კონფერენციის წინა დახურულ შეხვედრას Google Cloud-ის სათავო ოფისში, სადაც შეიკრებნენ სტარტაპების დამფუძნებლები და წარმომადგენლობის დირექტორები მთელი მსოფლიოდან.
11 აპრილს გლობალურ კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Startup Grind-ის წარმომადგენლობის დირექტორი მოდერაციას უწევდა Startup Pitch სცენას, სადაც 140 დამფუძნებელი წარადგენდა თავის პროდუქტს ფართო აუდიტორიის წინაშე.
ილიაუნის წარმომადგენლობა შეხვდა Microsoft Teams-ის გუნდს და ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის შესახებ.
კონფერენცია დასრულდა 14 აპრილს დირექტორების სამიტით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან დაესწრნენ Startup Grind-ის წარმომადგენლები.
Startup Grind-ის გლობალური კონფერენცია წლის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და ათასობით დამსწრეს მასპინძლობს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
წელს კონფერენცია 11 და 12 აპრილს გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და ინვესტორები:: OpenAI, Pinterest, Linkedin, Notion, Y Combinator, Sequoia Capital, Techstars, TechCrunch, Walmart Inc., Accel და სხვ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2023 წლის 3 აპრილს Startup Grind-ის წარმომადგენლობის პირველი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.
ხელმძღვანელი: თინა მამუჩაშვილი
2023 წელი