ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 24-29 აპრილს გაიმართება ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული პროფესიული უნარების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებას.

კვირეული რეგიონული მასშტაბით გაიმართება შემდეგ რაიონებში:

24 აპრილი – გურჯაანი, გურჯაანის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი
24 აპრილი – თელავი, თელავის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 11:30 საათი
25 აპრილი – კასპი, კასპის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი
27 აპრილი – ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი
27 აპრილი – ზუგდიდი, ზუგდიდის ტექნოპარკი; დაწყების დრო:13:00 საათი
28 აპრილი – ქუთაისი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი; დაწყების დრო: 13:30 საათი
29 აპრილი – ბათუმი, ბათუმის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი
29 აპრილი – ახმეტა, ახმეტის ინოვაციების ცენტრი; დაწყების დრო: 11:00 საათი

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება:

  • ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების დასაქმების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების კომპანია და ბენეფიციარებს, დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ თავიანთ სერვისებს, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლო პროგრამებს;
  • შეხვედრა ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, ესაუბრებიან ტექნოლოგიური და ინოვაციური პროფესიების არსებულ შესაძლებლობათა შესახებ;
  • „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის” წარმატებული კურსდამთავრებული მონაწილეების მიერ პროექტების პრეზენტაცია და გამოცდილების გაზიარება;
  • „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის” კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოება.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული მოსწავლეებისთვის

2023