ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს მიღებას უნიკურსზე Python დეველოპმენტის მიმართულებით.
კურსის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს პატარა ნაბიჯით შეაბიჯონ პროგრამულ სამყაროში. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამული ენა Python ან ზოგადი პროგრამირება და სურს პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ სფეროში.
კურსი მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს გაიცნონ პროგრამირების სამყარო და დარწმუნდნენ, რომ თავადაც შეუძლიათ მცირე დროში ციფრული პროდუქტის შექმნა.
კურსის ხანგრძლივობა 3 კვირაა. ონლაინკურსის ძირითადი სამუშაო სივრცე Google Classrom იქნება. სტუდენტებს მიეწოდებათ სასწავლო მასალები ვიდეოების სახით და დავალებები, რომლებიც უნდა შეასრულონ განვლილი ვიდეოების საფუძველზე. ამ პროცესში მათ მენტორობას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის ლექტორი.
კურსის ბოლოს სტუდენტები უნილაბში იმუშავებენ ფინალურ დავალებაზე, რომელსაც წარადგენენ.
პროექტის ეტაპები
პროექტის ეტაპები: რეგისტრაცია (1), სალექციო პერიოდი (2) და ვორკშოპი (3).
პირველი ეტაპი
მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სააპლიკაციო ფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კანდიდატების მოტივაციის შემოწმება.
მეორე ეტაპი
მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები დაესწრებიან საინფორმაციო შეხვედრას კიბერლაბორატორია უნილაბში და სასწავლო პროცესის შესახებ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ დაემატებიან კურსის Classroom-ში და პერიოდულად მიიღებენ სასწავლო მასალებსა (ვიდეოების სახით) და დავალებებს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები გაიარონ ადგილზე, კიბერლაბორატორია უნილაბში.
მესამე ეტაპი
მესამე ეტაპია ვორკშოპი უნილაბში – სტუდენტები, რომელთაც სრულად შეასრულეს კურსის ფარგლებში მიღებული დავალებები, უნილაბის ლექტორის მენტორობით იმუშავებენ ფინალურ დავალებაზე.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
ყველა მსურველს, რომელთაც აქვთ საკმარისი დრო, სურვილი და მოტივაცია 3 კვირის განმავლობაში დაუთმონ დრო კურსის ფარგლებში მიღებული მასალების ანალიზსა და მასზე მუშაობას.
როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?
პროექტში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/CFLmAiR8T35LaSMCA
რეგისტრაცია გაგრძელდება 18 აპრილის, 23:59-მდე.
რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?
პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:
- გაიგო, რა არის პროგრამული ენა პითონი და როგორ მუშაობს ის;
- გადადგა პირველი ნაბიჯები ციფრულ სამყაროში;
- უმოკლეს დროში შექმნა ციფრული პროდუქტი;
- მთელი პროცესის განმავლობაში გყავდეს სფეროს სპეციალისტი მენტორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: