მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

  1. დაწყებითი განათლება ძირითადი სია
  2. ქართული ენა და ლიტერატურა ძირითადი სია  სათადარიგო სია 
  3. მათემატიკა ძირითადი სია
  4. ისტორია ძირითადი სია სათადარიგო სია 
  5. სამოქალაქო განათლება ძირითადი სია  სათადარიგო სია 
  6. გეოგრაფია ძირითადი სია 
  7. ბიოლოგია ძირითადი სია 
  8. გერმანული ენა ძირითადი სია სათადარიგო სია 
  9. ინგლისური ენა ძირითადი სია სათადარიგო სია 
  10. რუსული ენა ძირითადი სია სათადარიგო სია 
  11. ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა ძირითადი სია
  12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ძირითადი სია 
  13. მუსიკა ძირითადი სია 

მასწავლებლის მომზადების პროგრამების აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 21-22 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდში“ (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 23 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდში“ (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად 22 სექტემბერს რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

აპლიკანტები, რომლებიც (ძირითადი სიისთვის – 2022 21 და 22 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2022 23 სექტემბერი) ხელშეკრულებას არ გააფორმებენ, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

აპლიკანტმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი.

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულების მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC).
  3. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
  4. 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4; CD დისკი;
  5. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  6. აპლიკანტმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
  7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

გაითვალისწინეთ:

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

2022 წელი