5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო Board Game Night.

ღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დამეგობრდნენ და ითამაშონ:

  • Catan
  • Wavelength
  • Azul
  • Dixit
  • Codenames
  • Mafia
  • Avalon
  • Risk
  • Werewolf
  • Uno

მონაწილეობისთვის 5 ივლისის ჩათვლით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმაhttps://forms.gle/Uo3V67pRUf3AistB7 

საერთაშორისო ორგანიზაციის Startup Grind წარმომადგენლობა საქართველოს საუნივერსიტეტო მასშტაბით პირველად 2023 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია საუნივერსიტეტო სტარტაპსაზოგადოების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, უნიფუდი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2024