ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“, რომელსაც უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია „უნილაბი“ განახორციელებს დისტანციურად VIII-XII კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტის ეტაპები

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.

  • პირველ ეტაპზე აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (გრაფიკული დიზაინი; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
  • მეორე ეტაპზე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.

პროექტის მონაწილეები შეიძენენ ცოდნას თანამედროვე პროფესიებში, ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ უნილაბის სადისკუსიო სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტების რჩევები და რეკომენდაციები , იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-8-მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2022 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 17 აპრილის ჩათვლით, 23:59 საათამდე.

  • კურსის „გრაფიკული დიზიანი“ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/38hboo3
  • კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/38hboo3
  • კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/38hboo3

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმავო ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არ არისგათვალისწინებული;
  • თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული დავალებებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.

პროექტის პარტნიორები


სწრაფი ბმულები კურსების შესახებ

2022 წელი