განათლების სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტური კონფერენცია
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტთან არსებული განათლების სკოლა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 26 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32). დასწრება თავისუფალია.