სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული კურსის შესახებ
საქართველოს აკადემიურ სივრცეში პირველად დაინერგა სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული კურსი, რომელიც 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე განხორციელდა. სასწავლო კურსის დანერგვა განაპირობა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის (BERI) წარმატებულმა თანამშრომლობამ. სასწავლო კურსს უძღვება CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი, ბიზნესის,…