მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება,გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად არსებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება 11 მიმართულებით:
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები:
- ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური).
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
- ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური).
უცხო ენები:
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
პროგრამას უფრო პრაქტიკულს ხდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALIS ლაბორატორია, აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
პროგრამის მიზანია მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის (უცხო ენებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის მიმართულების შემთხვევაში – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზნები და შედეგები შესაბამისობაშია მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელსა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ წარჩინებული მასწავლებლის მოთხოვნებთან.
პროგრამის სახელწოდება: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)
სწავლების ენა: ქართული (უცხო ენების შემთხვევაში მეთოდიკების კურსები შესაბამის ენაზე)
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
- პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკი – 30 კრედიტი
- საგნობრივი მეთოდიკების ბლოკი – 24 კრედიტი
- სასკოლო პრაქტიკის ბლოკი – 6 კრედიტი
შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა მიმართულების სტუდენტი, გარდა გერმანული ენისა, წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლით“ ან „არჩათვლით“. კურსდამთავრებულს პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი ეძლევა პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში. გერმანული ენის კურსდამთავრებული წარმოადგენს რეფერატს.
ცოდნა და გაცნობიერება (საერთო ყველა მიმართულებისთვის) პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცნობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმას და აცნობიერებს მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მათზე დაფუძნების აუცილებლობას;
- იცნობს სასწავლო პროცესში დიფერენცირებული მიდგომების ძირითად პრინციპებს და იცის, როგორ შექმნას ინკლუზიური სასწავლო გარემო;
- შეუძლია მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დაგეგმვა და აცნობიერებს დაგეგმვის აუცილებლობას;
- იცის განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისას;
- იცის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები და მათი გამოყენების შესაძლებლობები;
- იცის შეფასების ტიპები და მეთოდები;
- საკუთარი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით იცის მოსწავლეთა შედეგების გაანალიზების მეთოდები;
- იცის სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები და აცნობიერებს თანამშრომლობითი გარემოს მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;
- იცის კლასის მართვისა და კონფლიქტების მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები;
- იცის პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და ანალიზის ძირითადი მიდგომები და აცნობიერებს შეფასების შედეგების გამოყენების მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;
- იცის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები;
- აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებისთვის): კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნები;
- იცნობს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს. აცნობიერებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- აცნობიერებს ენის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს;
- აცნობიერებს ენის ძირითადი სამეტყველო უნარების (მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის) მნიშვნელობას მოსწავლის ენობრივი კომპეტენციების განვითარების პროცესში;
- აცნობიერებს ქართული ლიტერატურის როლს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრებაში;
- აცნობიერებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების როლს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში;
- აცნობიერებს ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების მნიშვნელობას ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესში;
- იცნობს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ცოდნის შეფასების კომპონენტებსა და ფორმებს;
- აცნობიერებს კლასგარეშე (ექსტრაკურიკულური) აქტივობების როლსა და მნიშვნელობას ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის.
ცოდნა და გაცნობიერება (მათემატიკის მიმართულებისთვის): კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები;
- იცის მათემატიკის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები, აცნობიერებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- იცის, როგორ ასწავლოს და შეაფასოს მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში;
- აცნობიერებს ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების მნიშვნელობას მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესში;
- აცნობიერებს მათემატიკის სწავლებისას კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – ისტორია): კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა:
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმის ისტორიის საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები;
- იცის ისტორიის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები, აცნობიერებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- იცის, როგორ ასწავლოს და შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის მიღწევები ისტორიაში;
- აცნობიერებს ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების მნიშვნელობას ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში; აცნობიერებს ისტორიის სწავლებისას კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – გეოგრაფია): კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმის გეოგრაფიის საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები;
- იცის, როგორ გამოიყენოს გეოგრაფიის მთავარი ცნებები და კვლევის სპეციფიკური მეთოდები გეოგრაფიის სწავლების პროცესში;
- აცნობიერებს გეოგრაფიის როლსა და მნიშვნელობას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად;
- იცის გეოგრაფიის დახმარებით როგორ უნდა განუვითაროს მოსწავლეს გამჭოლი კომპეტენციები;
- იცის გეოგრაფიის სწავლისა და სწავლების სტრატეგიები, გაცნობიერებული აქვს სტრატეგიების გამოყენების სირთულეები და თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან;
- იცის, როგორ შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის მიღწევები გეოგრაფიაში;
- აცნობიერებს გეოგრაფიის სწავლებისას კლასგარეშე მუშაობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – სამოქალაქო განათლებია):
კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები;
- დაუფლებულია დემოკრატიული მოქალაქეობის მთავარ ცნებებს, კონცეფციებსა და მათ შორის ინტერდისციპლინარული კავშირების სწავლების მეთოდებს;
- იცის მოქალაქეობის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები, აცნობიერებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- იცის მოსწავლეთა მიღწევების შეფასების სხვადასხვა სტრატეგია მოქალაქეობის სწავლებისას;
- იცის მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გავლენა მოქალაქეობის სწავლა-სწავლების პროცესზე;
- იცის პლურალისტური და მრავალპერსპექტიული მიდგომები მოქალაქეობის სწავლებისას;
- იცის დემოკრატიული მოქალაქეობის კონცეფციების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გადატანის სწავლის პირობები და მეთოდები;
- აცნობიერებს მოსწავლეთა სოციალური პრაქტიკისა და დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლის ურთიერთგავლენას;
- იცის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების განვითარების მეთოდები მოქალაქეობის სწავლებისას.
ცოდნა და გაცნობიერება (საერთო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებისთვის – ბიოლოგია, ფიზიკა):
კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიის ან ფიზიკის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები და საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის ან ფიზიკის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები;
- იცის, როგორ გამოიყენოს ბუნებისმეტყველების მთავარი ცნებები და კვლევის სპეციფიკური მეთოდები სწავლების პროცესში;
- იცის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები, აცნობიერებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- იცის, როგორ შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის მიღწევები ბიოლოგიაში ან ფიზიკაში;
- აცნობიერებს ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების მნიშვნელობას ბიოლოგიის ან ფიზიკის სწავლა-სწავლების პროცესში;
- აცნობიერებს ბიოლოგიის ან ფიზიკის სწავლებისას კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (საერთო უცხო ენების მასწავლებლის მიმართულებისთვის – ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა):
კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უცხო ენის საგნობრივი პროგრამისა და მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნები;
- იცის, რა გზა გაიარა უცხოური ენების სწავლების მეთოდებმა გრამატიკასა და თარგმანზე ორიენტირებული გაკვეთილიდან ინტერკულტურულ სწავლებამდე და იცის, რომელი მეთოდი გამოიყენოს სწავლებისას ეფექტური შედეგის მისაღებად;
- იცის ენის სისტემის ასპექტებისა (ლექსიკა, გრამატიკა, ფონეტიკა, მართლწერა) და სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) სწავლა/სწავლების სტრატეგიები და ტექნიკები და აცნობიერებს მოსწავლეების უნარებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მათ სწორად გამოყენებას;
- იცის შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწავლების მნიშვნელობა ენის სრულყოფილად ათვისებისას;
- იცის სავარჯიშოებისა და დავალებების ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტირება სამიზნე ჯგუფის ენის ფლობის დონის გათვალისწინებით და აცნობიერებს მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
- იცის მოსწავლის პიროვნული, კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის სასწავლო მასალის სწორად შერჩევა როგორც დაწყებით, ისე საბაზო თუ საშუალო საფეხურზე მათი ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
- იცნობს შეფასების მრავალფეროვან და სპეციფიკურ მეთოდებს შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეფასებისას უცხო ენის გაკვეთილზე;
- აცნობიერებს უცხო ენის სწავლებისას კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.
ცოდნა და გაცნობიერება (ქართულის, როგორც მეორე / უცხო ენის, მიმართულებისთვის): კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულმა
- იცის ქართულის, როგორც მეორე და/ან უცხო ენის, სწავლებისას სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) და ენობრივი სისტემის ასპექტების (ლექსიკა, გრამატიკა, ფონეტიკა, მართლწერა) ინტეგრირებულად სწავლების სპეციფიკა;
- იცნობს ქართულის, როგორც მეორე ენის, ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსს და ქართულის, როგორც უცხო ენის, ფლობის დონეების აღწერილობას საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით, იცის, რა ასპექტებს უნდა მიაქციოს ყურადღება, ერთი მხრივ, ქართულის, როგორც მეორე ენის, და მეორე მხრივ ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლებისას და რა დამატებითი მასალები შეიძლება შეიმუშაოს სასურველი შედეგების მისაღწევად;
- იცნობს ქვეყანათმცოდნეობის სწავლების ძირითად პრინციპებსა და კულტურათშორისი დიალოგის პრობლემატიკას მეორე და/ან უცხო ენის ათვისების პროცესში;
- იცის შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები და ქართულის, როგორც მეორე და/ან უცხო ენის, სწავლებისას შეფასების მიზნებისა და მეთოდების განსაზღვრა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საერთო ყველა მიმართულებისთვის):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში;
- შეუძლია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შემუშავება;
- გაკვეთილის დაგეგმვისას შეუძლია გაითვალისწინოს შიდასაგნობრივი და საგანთა შორის კავშირები;
- სპეციალისტებთან ერთად შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
- შეუძლია, შექმნას დადებითი სასწავლო გარემო მოსწავლეების ინდივიდუალური, სპეციალური საჭიროებებისა და მათი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს კლასში ყველა მოსწავლის ინტეგრაციას;
- შეუძლია, მიზნობრივად გამოიყენოს სწავლისა და სწავლების ინოვაციური და სპეციფიკური სტრატეგიები;
- შეუძლია მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მეთოდების მიზნობრივი გამოყენება მოსწავლეთა მიღწევებისა და პროგრესის შესაფასებლად;
- შეუძლია შეფასების სქემებისა და რუბრიკების შედგენა;
- შეუძლია სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა და მათზე რეაგირება;
- შეუძლია მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების ეფექტიანად შერჩევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით;
- შეუძლია კლასის მართვისა და კონფლიქტების მოგვარების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
- შეუძლია მოიძიოს და გამოიყენოს სასწავლო მიზნის შესაბამისი რესურსები;
- შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა/სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
- შეუძლია კლასგარეშე საქმიანობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
- შეუძლია კოლეგებსა და მშობლებთან თანამშრომლობის მეთოდებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმების ეფექტიანად გამოყენება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებისთვის): კურსდამთავრებულს
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- შეუძლია სწავლა-სწავლების ისეთი სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;
- შეუძლია მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზოგადი ენობრივი და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას;
- შეუძლია საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა და წარმართვა, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეების ძირითადი სამეტყველო უნარების (მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის) მიზანმიმართულად და სისტემურად განვითარებას;
- შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეთა კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინება, რათა ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას სასწავლო პროცესში;
- შეუძლია მოსწავლეთა სრულფასოვანი ენობრივი განვითარების მიზნით ენის ინტეგრირებული სწავლების მიდგომის გამოყენება;
- შეუძლია მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას;
- შეუძლია ლიტერატურული ტექსტების ანალიზის საფუძველზე ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, დაეხმაროს მათ ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების გაცნობიერებაში, ზოგადად, კულტურული კომპეტენციების განვითარებაში;
- შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ცოდნის შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების გამოყენება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (მათემატიკის მიმართულებისთვის) კურსდამთავრებულს
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- შეუძლია მათემატიკური მოდელების გამოყენება რეალური ვითარებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას;
- შეუძლია შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული მათემატიკის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებების გათვალისწინებით;
- შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების გამოყენება მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად;
- შეუძლია კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მათემატიკის სწავლებისას.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – ისტორია):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის ისტორიის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- შეუძლია მიზნობრივად გამოიყენოს ისტორიის სწავლისა და სწავლების სტრატეგიები;
- შეუძლია კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის წარმართვა მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების მიზნით;
- შეუძლია სასწავლო რესურსების გამოყენება როგორც საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განახლება-განვითარების, ასევე გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში;
- შეუძლია ისტორიის სწავლებისას მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების მიზნობრივი გამოყენება; სქემებისა და რუბრიკების შედგენა;
- შეუძლია საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა, ინტეგრირებული გაკვეთილების ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – გეოგრაფია):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ეროვნული სასწავლო გეგმის გეოგრაფიის საგნობრივი პროგრამის გათვალისწინება;
- შეუძლია მიზნობრივად გამოიყენოს სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და სპეციფიკური სტრატეგიები გეოგრაფიის სწავლებისას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
- შეუძლია სწავლების ისეთი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას;
- შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების მიზნობრივი გამოყენება მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად გეოგრაფიის სწავლებისას;
- შეუძლია კოლეგებთან თანამშრომლობით ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
- შეუძლია კლასგარეშე მუშაობისას მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რისკების გათვალისწინება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებისთვის – სამოქალაქო განათლება):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- შეუძლია მიზნობრივად გამოიყენოს დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლისა და სწავლების სტრატეგიები;
- შეუძლია დემოკრატიული მოქალაქეობის პრაქტიკული სასწავლო პროგრამის აგება და განხორციელება ინტერდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებით;
- შეუძლია მოქალაქეობასთან დაკავშირებით თანამედროვე, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის მოძიება და გამოყენება;
- შეუძლია დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისას მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების მიზნობრივი გამოყენება; სქემებისა და რუბრიკების შედგენა;
- შეუძლია მოსწავლეებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობის პრაქტიკული გამოცდილების განვითარების ხელშეწყობა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საერთო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებისთვის – ბიოლოგია, ფიზიკა):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია, მიზნობრივად გამოიყენოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ბიოლოგიის ან ფიზიკის – სწავლისა და სწავლების სტრატეგიები;
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მოსწავლეების კვლევითი უნარების განვითარების მიზნით;
- შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი და სპეციფიკური მეთოდების მიზნობრივი გამოყენება მოსწავლეთა მიღწევებისა და პროგრესის შესაფასებლად ბიოლოგიის ან ფიზიკის სწავლებისას;
- შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა/სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
- შეუძლია საბუნებისმეტყველო საგნების და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა, ინტეგრირებული გაკვეთილების ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება;
- შეუძლია ბიოლოგიის ან ფიზიკის პრაქტიკული გაკვეთილების დაგეგმვისას სხვადასხვა სახის რისკების გათვალისწინება, უსაფრთხოების წესების დაცვა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (საერთო უცხო ენების მიმართულებისთვის – ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა):
კურსდამთავრებულს
- შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის უცხო ენის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- შეუძლია მიზნობრივად გამოიყენოს ენობრივი საშუალებებისა და სამეტყველო უნარ- ჩვევების სწავლისა და სწავლების სტრატეგიები;
- შეუძლია საგაკვეთილო პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ, გაავლონ პარალელები უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის; ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსებები და განსხვავებები;
- შეუძლია უცხო ენის სწავლებისას მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების მიზნობრივი გამოყენება; სქემებისა და რუბრიკების შედგენა;
- შეუძლია მედიარესურსის (მათ შორის, მულტიმედიური მასალა და სხვ.) გამოყენება უცხო ენის პროცესში სწავლა/სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
- შეუძლია სხვადასხვა ტიპის დავალებებისა და პროექტების შეტანა სასწავლო პროცესში მოსწავლეებში ავტონომიურობის გაზრდის მიზნით მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (ქართულის, როგორც მეორე / უცხო ენის, მიმართულებისთვის): კურსდამთავრებულს
- შეუძლია თანამედროვე მეთოდებით სამეტყველო უნარ-ჩვევების და ენობრივი სისტემის ასპექტების სწავლება ქართულის, როგორც მეორე ენისთვის შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და ასევე ქართულის, როგორც უცხო ენისთვის არსებული სტანდარტის მიხედვით ენის ფლობის დონეების საერთოევროპული ჩარჩოს გათვალისწინებით;
- შეუძლია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და ქართულის, როგორც უცხო ენის, ფლობის დონეების აღწერილობაზე დაყრდნობით ცალკეული დამატებითი მასალების შემუშავება მოსწავლეებში სამეტყველო უნარ-ჩვევების და ენობრივი სისტემის ასპექტების სათანადოდ განვითარებისთვის;
- შეუძლია საკუთარი დამატებითი დავალებების შემუშავება, რათა სათანადოდ შეასწავლოს ენის შემსწავლელებს საქართველოს კულტურა და მისი თავისებურებები;
- შეუძლია შეძენილი თეორიული ცოდნის გამოყენება ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის, გაკვეთილის/კურსის შეფასების სისტემის შემუშავებისთვის;
- შეუძლია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და ქართულის, როგორც უცხო ენის, ფლობის დონეების აღწერილობაზე დაყრდნობით შეფასების ინსტრუმენტების შედგენა და მოსწავლის ენის ფლობის დონის ეფექტურად შეფასება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
- შეუძლია თანამედროვე მეთოდებზე დამყარებული, მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა და წარმართვა შესაბამისი დიდაქტიკური ხერხების გამოყენებით.
დასკვნის გაკეთების უნარი (საერთო ყველა მიმართულებისთვის) კურსდამთავრებულს
- შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზი;
- საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასების საფუძველზე შეუძლია კომპლექსურად გააანალიზოს საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანობა, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და შეიმუშაოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა;
- ინდივიდუალურად ან/და კოლეგებთან ერთად შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება პროფესიული სიტუაციების კონტექსტში, მისი ანალიზი, მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტა და მისი გადაჭრის ეფექტიანი გზების განსაზღვრა.
სწავლის უნარი (საერთო ყველა მიმართულებისთვის) კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს
- ორიენტირებულია სხვადასხვა გზით სიახლეების ათვისებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაზე;
- აქვს უნარი, მოიძიოს, აითვისოს და გამოიყენოს ახალი ცოდნა პროფესიული განვითარებისათვის.
- გაცნობიერებული აქვს უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობა მასწავლებლის პროფესიისთვის;
- საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების საფუძველზე შეუძლია პროფესიული განვითარების დაგეგმვა.
კომუნიკაციის უნარი (საერთო ყველა მიმართულებისთვის) კურსდამთავრებულს:
- შეუძლია მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან (სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან), კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია წერილობით და ზეპირად;
- კომუნიკაციისას შეუძლია აკადემიური სტანდარტების დაცვა;
- კომუნიკაციისას შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება.
ღირებულებები (საერთო ყველა მიმართულებისთვის) კურსდამთავრებული:
- აცნობიერებს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას;
- მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე, როგორც პიროვნება;
- აცნობიერებს პროფესიული განვითარების მნიშვნელობას და უწყვეტი განათლების პროცესში ჩართვის აუცილებლობას;
- აცნობიერებს განათლების ინკლუზიურობის მნიშვნელობას პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნისთვის;
- აცნობიერებს კოლეგებთან გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას;
- აცნობიერებს და მოსწავლეებს უზიარებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას;
- აცნობიერებს პროფესიული ეთიკის წესების მნიშვნელობას და იცავს მათ.
- ლექცია;
- დისკუსია და დებატები;
- ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
- სიტუაციის ანალიზი (Case Study);
- პრეზენტაცია;
- პროექტებით სწავლება;
- კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
- უკუკავშირის მეთოდები;
- (პედაგოგიური) პრაქტიკა; პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
- წყაროებზე მუშაობის მეთოდები;
- ლაბორატორიული მუშაობა;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვ.
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის უფროსი მასწავლებელი შესაბამის საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია);
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის უფროსი მასწავლებელი უცხო ენაში (გერმანული ენა, ინგლისური ენა) და ქართულში, როგორც უცხო/მეორე ენაში;
- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები;
- პედაგოგთა გადამზადების ცენტრები;
- საგანმანათლებლო რესურსცენტრები;
- განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროგრამაზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონული ფორმატით.
რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV) – ქართულ ენაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC)).რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობისას უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.
- მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
- ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი; ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
- პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად;
- ფასიანი ადგილების გამოცხადების შემთხვევაში პროგრამის წლიური საფასურია 2250 ლარი.
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამისი საგნისა და საფეხურის საგნობრივი კომპეტენცია,დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა – ზეპირი გასაუბრება.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)