სოფიკო ლობჟანიძე – BTE

განათლების სკოლა

ხელმძღვანელი

სოფიკო ლობჟანიძე

განათლების სკოლის ხელმძღვანელი

განათლების სკოლა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5;
ოთახი: E323

sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge

სოფიკო ლობჟანიძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1994 წელს თბილისის სასულიერო აკადემია ქრისტიანული ანთროპოლოგიის სპეციალობით. 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არაორგანულ და კოორდინაციულ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D), ხოლო 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში თემაზე – „აღზრდის ეთიკური პრინციპები ეპოქალური ცვალებადობის შუქზე“ და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მოპოვებული აქვს ინდივიდუალური კვლევითი გრანტები შვეიცარიისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში – ბერნის უნივერსიტეტში (2000-2001), ტიუბინგენის უნივერსიტეტში (2002, 2004, 2008). მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. არის ორმოცამდე სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის ავტორი. არის საერთაშორისო ორგანიზაციების KAAD-ის (კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახური – გერმანია) და ICCS-ის (ეკლესიისა და სკოლის ინტერევროპული კომისია – გერმანია) წარმომადგენელი საქართველოში; ასევე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ექსპერტ-კონსულტანტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • განათლების მეცნიერების ისტორია და თეორია
  • პედაგოგიური ანთროპოლოგია
  • სასკოლო პედაგოგიკა
  • სწავლების მეთოდოლოგია
  • პედაგოგიური ეთიკა
  • ღირებულებითი პედაგოგიკა
  • ინტერკულტურული განათლება

Share on :

ფაქტები
ადგილმდებარეობა და მარშრუტები
?>
Loading please wait....