დარეგისტრირდი ZOOMOUT-ის პრეაქსელერაციის პროგრამაზე და გახდი 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდის მფლობელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის ორგანიზებითა და ტერაბანკის მხარდაჭერით გრძელდება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამის მთავარი პარტნიორია ტერაბანკი, რომელიც გამარჯვებული გუნდისთვის გამოყოფს პრიზს 10 000 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს: საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში; საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;…