გამოფენა „საბჭოთა ქალაქი: თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია“
14 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიხსნება გამოფენა „საბჭოთა ქალაქი: თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია“. გამოფენა შესრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის ურბანული განვითარების ეტაპები და ცვლილებების სტრუქტურული ანალიზი 1930-იანი წლებიდან დღემდე. კვლევითმა ჯგუფმა გააანალიზა და დაამუშავა სხვადასხვა წყაროდან მოძიებული ოფიციალური საარქივო დოკუმენტები…