პრეაქსელერაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმში
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციირებითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ცხადდება პრეაქსელერატორის პროგრამის პირველი ეტაპი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. პროგრამას ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი. პრეაქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკო-სისტემის, ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ…