ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: პერსონალური გაციფრულების ხელოვნება
14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი” ფარგლებში ღია ლექციას ჩაატარებს ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი. ლექცია შეეხება ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების გაციფრულების ისტორიას, მეთოდებსა და გამოცდილებას. ადამიანი ოდითგან მოწოდებულია პერსონაჟების გამოგონებისკენ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები თხზავდნენ ამბებს, იგონებდნენ პერსონაჟებს, მათ სახელებს, დანიშნულებას და ამის შესახებ თაობებს უყვებოდნენ. დღეს,…