წიგნები ქვემო ქართლის სკოლების ბიბლიოთეკებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და განათლების სკოლის ინიციატივით 17 ივნისამდე ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შევაგროვებთ წიგნებს ქვემო ქართლის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ქვემო ქართლის რეგიონის ცამეტ სკოლაში ახორციელებს USAID-ის საბაზისო განათლების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებაა. ამ მიზნის მისაღწევად რეგიონის სკოლებში შეიქმნა წიგნის მეგობართა კლუბები,…