CODEACADEMY-ᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲘᲚᲘᲐᲣᲜᲘᲡ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘᲡ ᲡᲙᲝᲚᲘᲓᲐᲜ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტმა ნეგარ ვაჰიდმა გახსნა საერთაშორისო ორგანიზაცია Codeacademy-ის წარმომადგენლობა თბილისში. Წარმომადგენლობის ფარგლებში შეხვდებით მოწვეულ სტუმრებს და არაფორმალურ გარემოში მოისმენთ საუბრებს მანქანური დასწავლის, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების შესახებ. 15 მარტს, ორშაბათს, 20:30 საათზე, პირველი გლობალური სადისკუსიო შეხვედრა მანქანური დასწავლის შესახებ გაიმართება. სტუმარი: კამილე ვან ჰოფელენი, მანქანური დასწავლის ინჟინერი, Watergenics-ის თანადამფუძნებელი…