უნილაბი სკოლაში – სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიური პროექტების პრეზენტაცია
განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს,14:00 საათზე სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის „უნილაბი სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფორმატში ხორციელდება და გულისხმობს მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან სრულად დაფინანსებული კურსების შეთავაზებას მომავლის პროფესიების მიმართულებით (Front-end და დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#). პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პროექტის მონაწილეები რეალურ პროექტებზე მუშაობენ და საუკეთესო პროექტების…