LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ სამოქალაქო ინჟინერია?
8 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. სამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები, კურსდამთავრებულები და მოქმედი სტუდენტები: მაიკლ სონდერსი, ილიაუნის…