ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის GOOGLE-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ახალი ლიდერი მარიამ გიგაური გახდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ახალი ლიდერია მარიამ გიგაური. მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. ასევე ასწავლის ელექტრონიკასა და პროგრამირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს მიერ უფროსკლასელი გოგოებისთვის ორგანიზებულ საინჟინრო სკოლაში, რომელსაც უკვე 150 კურსდამთავრებული ჰყავს. მარიამს უყვარს ფიზიკა და მონაწილეობს კვლევებში, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიაში, შტუტგარტის…