ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში ახორციელებს USAID საბაზისო განათლების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად რეგიონის 13 სკოლაში – ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის, დაბა მანგლისის №1 და სოფელ კოდის საჯარო სკოლები, მარნეულის №5 საჯარო სკოლა, რუსთავის №8, №26, №4 და №28 საჯარო სკოლები, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ სამების საჯარო სკოლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლა – შეიქმნა წიგნის მეგობართა კლუბები, რომელთაც ხელმძღვანელობენ სკოლების პედაგოგები. კლუბების მუშაობაში აქტიურად ჩაებნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ისინი ინტერესით ეცნობოდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს, მსჯელობდნენ საყვარელ გმირებზე, კითხულობდნენ უფროსებთან ერთად, უკითხავდნენ ერთმანეთს. ბოლოს თავად შექმნეს ხელნაკეთი წიგნები და ჟურნალები.
18 ივნისს უნივერსიტეტში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოიფინა მოსწავლეთა ხელნაკეთი წიგნები და ჟურნალები. კლუბების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა.
2022 წელი