ილიაუნი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაციას გამართავს
18 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო კორპუსში გაიმართება პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია. პროექტს განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერი ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე…