გაიცანით პრეაქსელერატორ Zoomout-ის საერთაშორისო სპიკერები
იწყება Zoomout-ის შემოდგომის პრეაქსელერატორი, რომელზეც დამწყებ მეწარმეებს, ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პრაქტიკულ რჩევებს გააცნობენ ტექნოლოგიებისა და სტარტაპსამყაროს გამორჩეული ლიდერები. ჩვენი საერთაშორისო სპიკერები შემოგთავაზებენ მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას. ბავნა ბატნაგარი – We Founder Circle & EvolveX-ისა და Avinya VC-ის თანადამფუძნებელი, ანგელოზი ინვესტორი და ყოფილი ByteDance-ელი. იგი სტარტაპების მასშტაბირებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ფასდაუდებელ რჩევებს გაუზიარებს ჩვენს მონაწილეებს….