პანელური დისკუსია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი“
28 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, EPAM System-ის წამყვანი სისტემური ინჟინერი; შოთა ცისკარიძე, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი,…