პროექტის „TECHGIRLS GEORGIA“ პირველი ეტაპი დასრულდა
19 ოქტომბერს პროექტის „TechGirls Georgia“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პირველი ეტაპი დასრულდა. „პროექტი განხორციელდა გერმანიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, GIZ-ის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ილიაუნის სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიის, ფაბლაბის…