ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო პროგრამების სტუდენტებმა საქართველოში პირველად IEEE-ის სტუდენტური წარმომადგენლობა დააარსეს
IEEE, მსოფლიოში უდიდესი ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტი, პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის სასარგებლოდ. IEEE გამოსცემს მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებს, ატარებს კონფერენციებს, ქმნის ტექნოლოგიების სტანდარტებს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო აქტივობას. IEEE სტუდენტური წარმომადგენლობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტ წევრს ითვლის და სტუდენტებს ექსკლუზიურად აძლევს სამეცნიერო ჟურნალებითა და სატელევიზიო არხით…