ვებინარი „სასწავლო ჯგუფები თანამშრომლობითი კულტურისთვის“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა 2020 წლიდან ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს შიდა საუნივერსიტეტო ქსელი – პედაგოგიური სახელოსნო. 9 ივნისს, 16:00 საათზე, პედაგოგიური სახელოსნო განათლების სკოლის ფეისბუქის გვერდზე გიწვევთ ვებინარზე „სასწავლო ჯგუფები თანამშრომლობითი კულტურისთვის“. ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები/თემები: მასწავლებელთა თანამშრომლობა, როგორც პროფესიული დაოსტატების საუკეთესო საშუალება; სასწავლო ჯგუფის მუშაობის ძირითადი…