სამუშაო შეხვედრა თემაზე მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში
7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-სა და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. GIZ ახორციელებს რეგიონულ პროგრამას „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მასალების შემუშავება სტუდენტებისთვის ურბანული მობილობის თემებზე ლექციების შეთავაზების მიზნით. შეხვედრაზე დაიგეგმა ლექციების ციკლის შეთავაზება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის…