კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) ინგლისურ ენოვანი საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა 2018 წელს. პროცესი მიმდინარეობდა მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ტექნოლოგიურ ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
კომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) ინგლისურ ენოვანი პროგრამის ხარისხის მართვა და დასახული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა არის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის მართვის “მუდმივი გაუმჯობესების” მექანიზმით.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, განვითარებისა და ექსპლოატაციის ფართო ცოდნით. ამ მიზნით, პროგრამა სტუდენტებს აწვდის როგორც კომპიუტერული ტექნიკის, ელექტრონული მოწყობილობების, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პროცესების ფართო ცოდნას, ასევე, გამოთვლით და საინჟინრო უნარებს სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებისათვის. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, წარმატებული პროფესიული კარიერისთვის კომპიუტერულ ინჟინერიაში.
კომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო), საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტებულია განათლების ხარისხის და განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2022 წლის 1 თებერვლიდან, 2029 წლის 1 თებერვლამდე. გადაწყვეტილების ნომერია #151119, გადაწყვეტილების მიღების თარიღია 2022 წლის 15 თებერვალი. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
კომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია საინჟინრო და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს – ABET, ინჟინერიის აკრედიტაციის კომისიის (Engineering Accreditation Commission – EAC) მიერ. აკრედიტაცია გაცემულია ზოგადი კრიტერიუმებისა და ელექტრული, კომპიუტერული, კომუნიკაციებისა, ტელეკომუნიკაციებისა და მსგავსი დასახელების საინჟინერო პროგრამების კრიტერიუმების მიხედვით. პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 2023 წლის 1 მაისიდან. პროგრამის შემდგომი ვიზიტისა და გადახედვით პერიოდია 2028-2029 წლების შუალედი. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, განვითარებისა და ექსპლოატაციის ფართო ცოდნით. ამ მიზნით, პროგრამა სტუდენტებს აწვდის როგორც კომპიუტერული ტექნიკის, ელექტრონული მოწყობილობების, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პროცესების ფართო ცოდნას, ასევე, გამოთვლით და საინჟინრო უნარებს სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებისათვის. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, წარმატებული პროფესიული კარიერისთვის კომპიუტერულ ინჟინერიაში.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:
- მიზანი 1: კურსდამთავრებულებს ექნებათ წარმატებული კარიერა, მათ შორის, ლიდერული შესაძლებლობები კომპიუტერული ინჟინერიის პროფესიაში.
- მიზანი 2: კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრა და თავიანთ სპეციალობაში ტექნიკური ლიდერობა.
- მიზანი 3: კურსდამთავრებულებს შეუძლიათ განაგრძონ სწავლა სამაგისტრო კურსების, სემინარებისა და კვლევის მეშვეობით, ცვალებად პროფესიულ სფეროსთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით.
კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგების მიღწევა:
- შედეგი 1. ინჟინერიის, მეცნიერების და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრის და გადაჭრის უნარი;
- შედეგი 2. საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
- შედეგი 3. ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგი 4. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
- შედეგი 5. გუნდში ეფექტური ფუნქციონერობის უნარი, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
- შედეგი 6. უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
- შედეგი 7. სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისების და გამოყენების უნარი.
- ინტერაქტიური ლექციები და სემინარები;
- სწავლების აქტიური მეთოდები;
- ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
- ლაბორატორიული მუშაობა;
- პრაქტიკული მუშაობა;
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- გონებრივი იერიში და რეფლექსია;
- პროექტზე მუშაობა.
შენიშვნა: სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის ინდივიდუალურად და ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.
პროგრამის კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიული კარიერის შექმნას შეძლებენ შემდეგ სფეროებში:
- მაღალტექნოლოგიური კომპანიები;
- საავტომობილო ინდუსტრია;
- საწარმოო ქარხნები;
- კომპიუტერული და ელექტრონიკის სერვისი;
- ჭკვიანი სისტემები;
- ინტერნეტ ნივთები;
- ტელეკომუნიკაცია;
- სამედიცინო და ბიოლაბორატორიები;
- ტექნიკური სტარტაპები;
- აპარატურის კვლევა და განვითარება.
კურსდამთავრებულებს შეუძლია სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის დონეზე.
საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 244 ECTS, რათა მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ ინჟინერიაში.
პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგძლივობაა 8 სემესტრი, 244 ECTS (1 ECTS: 25 საათი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 76 კრედიტი
- ძირითადი სწავლის სფერო – 168 კრედიტი (მათ შორის, 48 კრედიტი არჩევითი სასწავლო კურსებიდან)
დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი
კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ჯამდება დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტით (12 ECTS). დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტის მიზანია მოამზადოს სტუდენტები კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში რეალური გამოწვევებისთვის და საშუალება მისცეს გამოიყენონ სწავლის პერიოდში შეძენილი პრობლემების გადაჭრის უნარები ინდუსტრიის ამოცანის საინჟინრო დიზაინის გადაწყვეტის მოსაძებნად. ინდუსტრიულ პარტნიორებთან მუშაობით სტუდენტები ასევე განავითარებენ მენეჯერულ უნარებს, როგორიც არის დაგეგმვა, დიზაინი და ვადების დაცვა. და ბოლოს, პროგრამის ამ პრაქტიკული კომპონენტით სტუდენტები გააუმჯობესებენ კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი სტუდენტების გუნდების მიერ სრულდება. გუნდებს ხელმძღვანელობას გაუწევს ფაკულტეტის წარმომადგენელი/მენტორი და ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომელიც პროექტის პირველ ნაწილში ჩართული იქნება პროექტის კონცეფციის განვითარების ფაზაში და ბოლო სემესტრში კი მოახდენს პროექტის რეცენზირებას. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფურად, თითოეულმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს ინდივიდუალური აქტივობის ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ამოცანების გადაწყვეტა დაევალა მას ჯგუფისა და მენტორის მიერ და როგორ მოახერხა ამ ინდივიდუალური დავალებების შესრულება. ჯგუფის ყველა წევრი ასევე შეაფასებს ერთმანეთს ანონიმურად ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა აქტიური ჩართულობა, ხელმისაწვდომობა და გუნდის მიერ დადგენილ ვადების დაცვა.
სასწავლო წელი | 2018-2019 | 2019-2020 | 2020-2021 | 2021-2022 | 2022-2023 | 2023-2024 |
ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა | 11 | 14 | 17 | 16 | 14 | 33 |
საქართველოს მოქალაქე | 22 | |||||
საერთაშორისო სტუდენტი | 11 |
სასწავლო წელი | 2018-2019 | 2019-2020 | 2020-2021 | 2021-2022 | 2022-2023 | 2023-2024 |
კურსდამთავრებული | 0 | 0 | 0 | 6 | 3 | 3 |
ანა ჭრელაშვილი
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
✉ ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)