ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გურჯაანის ტექნოპარკში
7 მარტს გურჯაანის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახაშნის საჯარო, სოფელ გურჯაანის საჯარო და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის გადასცეს ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენლებმა – პროექტის მენეჯერმა ქეთევან დარახველიძემ, პროგრამის კოორდინატორმა და ტექნიკურმა მრჩეველმა ავთანდილ მღებრიშვილმა, მონიტორინგის კოორდინატორმა ფატი…