ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2023
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 30 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნის და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. ტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ პირველკურსელებს. დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ 4D Monster Lobsters-ის…