უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის
უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი 2022-2023 აკადემიურ წელს სრული დაფინანსებით ისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის პირველ, მეორე და მესამე კურსზე. სტუდენტების სწავლისთვის საჭირო ხარჯებს სრულად დააფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინიციატივის მხარდამჭერია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომელიც, თავის მხრივ, პროგრამაზე ჩარიცხულ უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტს 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში შესთავაზებს ანაზღაურებად სტაჟირებას….