სერტიფიცირებული ონლაინკურსი „ციფრული სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში“
ERASMUS+ CONNECT PROJECT-ის პროექტის ფარგლებში ილიაუნის აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ ლექტორებს ვიწვევთ სერტიფიცირებულ ონლაინკურსში „ციფრული სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში“ მონაწილეობის მისაღებად. კურსი შექმნილია სპეციალურად უმაღლესი სასწავლებლების მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აგრეთვე თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებითა და ინსტრუმენტებით დაინტერესებულთათვის აუდიტორიის მოტივაციის გაზრდისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად. კურსს გაუძღვებიან ფინეთის ლაპენრანტას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. კურსი, რომლის ხანგრძლივობა 4 კვირაა, შედგება…