კონკურსი უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაციის IEEE წევრობაზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სთავაზობს, გახდნენ #IEEE-ის წევრები. IEEE, მსოფლიოს უმსხვილესი პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყნის 419 000 წევრს. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე. IEEE ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა…