ილიაუნის სტუდენტური კლუბის IEEE წევრები IMPACT HUB TBILISI-ის პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD 2021 წლის გამარჯვებულთა შორის
CosmoTronix 2021 წლის Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD გამარჯვებულია. CosmoTronix შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაშია, რომელიც ბავშვებს გართობასთან ერთად საინტერესო სიუჟეტითა და დავალებებით შეასწავლის ელექტრული ინჟინერიის საფუძვლებს. იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/3mqep93 CosmoTronix-ის ორი თანადამფუძნებელი, ლიზი შარიქაძე და ანა გოგელია, ილიაუნის IEEE-ის სტუდენტური კლუბის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით სწავლობენ. გუნდის დანარჩენ წევრებს, დავით გოგიასა…