LIVE-შეხვედრა: „ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი და მომავლის პროფესიები“
განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გამართავს Live-შეხვედრას თემაზე: „ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი და მომავლის პროფესიები“. შეხვედრაზე სანდრო ასათიანი ისაუბრებს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო და სტაჟირების პროგრამებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ლაბორატორია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქმნის, ასევე მომავლის პროფესიებზე. მომხსენებლის შესახებ სანდრო ასათიანი ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის…